ბრიტანელი ბიზნესმენი, "ფორმულა 1"-ის ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი ლონდონში, საკუთარი სახლის წინ დაუდგენელმა პირებმა სცემს და გაძარცვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "Dაილყ Mაილ" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, ოთხი მძარცველი 80 წლის მილიარდელს და მის ბრაზილიელ 31 წლის მეგობარ ქალს ფაბიანა ფლოსს სახლთან ელოდებოდნენ. თავდამსხმელებმა საკუთარ სახლთან, ლონდონის ცენტრში ეკლსტოუნს თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყეს და დაბლა დააგდეს, რის შემდეგაც 80 წლის მილიარდელი მეგობარი ქალის თვალწინ სცემემს.
თავდამსხმელებმა წყვილის კუთვნილი ძვირფასეულობა წაიღეს, მათ შორის საათები და ბრილიანტის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 200 ათასი ფუნდი სტერლინგია. მძარცველები ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ.
"ფორმულა 1"-ს ხელმძღვანელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიცია თავდამსხმელებს ამ დრომედ ეძებს.