რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა, ვინც რუსული ენა იცის.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საკონტრაქტო ხელშეკრეულებით შეიარაღებულ ძალებში სამსახური აუცილებლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს", - ნათქვამია სამხედრო სამსახურის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებაში.
გარდა ამისა, შეიარღებულ ძალებში მოსახვედრის მსურველებმა აუცილებლად დეტალური შემოწმება უნდა გაიარონ და მათი ასაკი 18-დან 30 წლამდე უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ფედერაციის მოქალაქეებს საკონტრაქტო ხელშეკრულება სამი წლის ვადით უფორმდებათ, ხოლო საზღვარგარეთის მოქალქეებს ხუთი წლის ვადით.