დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსულ არმიას, მიუხედავად შეტევის გაძლიერებისა, უკრაინაში არანაირი პროგრესისთვის არ მიუღწევია.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების წინსვლას უკრაინის მამაცი წინააღმდეგობა უშლის ხელს.
"რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებს არცერთი მიმართულებით წინსვლა არ აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის ხარჯზე. გრძელდება მძიმე ბრძოლები მარიუპოლისთვის, რაც აფერხებს რუსული ჯარის წინსვლას, რომელსაც დონბასის მთელი ტერიტორიის დაკავება სურს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.