ვატიკანმა რომის პაპის ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 14 ივნისს, იერუსალიმში უნდა გამართულიყო.
ამის შესახებ პაპმა არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან მეორე შეხვედრის გაუქმება, რომელსაც ივნისში, იერუსალიმში ვგეგმავდით. მაგრამ ჩვენი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ შეხვედრამ ამ დროს, შესაძლოა დიდი დაბნეულობა გამოიწვიოს", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი ერთმანეთს კუბაში, 2016 წელს შეხვდნენ. ეს იყო რომის პაპსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის პირველი შეხვედრა, დიდი სქიზმის შემდეგ, რომელმაც 1 054 წელს ქრისტიანობა ორ ნაწილად გაყო.