რუსეთი ხურავს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საკონსულოებს სანქტ-პეტერბურგსა და ფსკოვში. იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო უწყების განცხადებით, ეს ღონისძიება საპასუხო ზომაა რუსეთის საკონსულოების დახურვაზე კლაიპედაში, ლიეპაიაში, დაუგავპილსში, ნარვასა და ტარტუში.
ამ გადაწყვეტილების შედეგად დაიხურება ლატვიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და საკონსულო ფსკოვში, ესტონეთის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და მისი კანცელარია ფსკოვში. ასევე, ლიეტუვის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.
მისიების ხელმძღვანელები გამოცხადდებიან "პერსონა ნონ გრატად", ხოლო თანამშრომლები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები - არასასურველ პირებად. ყველა მათგანი დატოვებს რუსეთს.