დღეს ქართულ სამედიცინო ცენტრში „კახეთი - იონი", რომელიც გურჯაანში მდებარეობს, ფრანგი ექიმები მთელი დღის განმავლობაში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ფრანგი ექიმები კახეთში სამედიცინო კონფერენციაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფრანგულ - ქართული სამედიცინო ცენტრი „კახეთი - იონი" გურჯაანში 2008 წლის იანვარიდან ფუნქციონირებს.
ცენტრი უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი და ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში, სადაც 50-ზე მეტი სახის სახის გამოკვლევა ტარდება.
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის იონის მხარის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სამედიცინო ცენტრის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც 1 მილიონი ლარი გამოყო.
სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმიდნარეობს და 2011 წლის თებერვალში დასრულდება.