სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ სერვანტესის სახელობის გიმნაზიის აია-ჯესსის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებს ლაბორატორიის სპეციალისტებმა ბიოუსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაუტარეს, ზოგადი ქიმიისა და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები დაათვალიერებინეს და ყოველდღიური სამუშაოებისა და კვლევების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება აძლევს, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშო პროცესს და გაიარაონ პრაქტიკული მეცადინეობები.