დიდი ბრიტანეთი გეგმავს, უკრაინას გადასცეს Stormer-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები Starstreak-ის რაკეტების გასაშვებად. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება.
Stormer HVM-ს სახურავზე გააჩნია გამშვები დანადგარი, რომელიც განახორციელებს რვა გასროლას და ასევე ქვემოთ აქვს დამატებითი ადგილი კიდევ რვა რაკეტისთვის. აღნიშნულ რაკეტებს შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება.
ექსპერტები მას საუკეთესო კომპლექსებად მიიჩნევენ მათ შორის, რაც კი დასავლეთს უკრაინისთვის გაუგზავნია. მედიის წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინელებს დანადგარების მუშაობა სოლსბერიში ორი კვირის წინ გააცნო.
13-ტონიანი მაღალტექნოლოგიური გამშვები დანადგარები დაიტვირთება С-17ის სატრანსპორტო თვითმფრინავებში და ფრონზტე რამდენიმე დღეში გაიგზავნება.
აღნიშნული დანადგარები 120 ჯავშანტრანსპორტიორთან ერთად მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინაში ბრიტანეთიდან გაგზავნილ მძიმე შეიარაღებას.