ახლა რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, მგონი, ყველა ვხედავთ, აცხადებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.
მისი თქმით, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
"ზოგადად, მგონი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება, მერე იმედგაცრუება, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ, ზოგადად არ ვარ მომხრე ოპოზიციამ ისეთი დაპირებები გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, ჩემი აზრით, არ იქნება“, - განაცხადა იოსელიანმა.