ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, იმის მიუხადავად, რომ რუსეთის არმიის ფოკუსი გადატანილია აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთს საბოლოო მიზანი არ შეუცვლია.
ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები განაგრძობენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადასროლას ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთით - ხარკოვისა და სევეროდონეცკის მიმდებარე ლოკაციებზე.
რუსეთის არტილერია განაგრძოს დარტყმებს უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც რუსეთი გეგმავს იერიშის განახლებას.
"ის [რუსეთი] ცდილობს, უკრაინა აიძულოს უარი თქვას ჩრდილოატლანტიკურ ორიენტაციაზე და დაამყაროს თავისი რეგიონალური დომინირება", - ნათქვამია დაზვრევის ინფორმაციაში.
აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს უკრაინას მიაწოდონ მეტი საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასლები, რადგან უახლოეს დღეებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია უმძიმესი ბრძოლები.
ფოტო: მარიუპოლის ერთ-ერთი უბანი