უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურება რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.
ზელენსკიმ მედიას რუსეთთან მოლაპარაკებებზე ესაუბრა, რომელიც ბუჩისა და ბოროდიანკის შეამდეგ ჩიხში შევიდა.
„მარიუპოლი, შესაძლოა, იყოს ათი ბოროდიანკა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება, წერტილს დაუსვამს ყველა მოლაპარაკებას. რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით. და რაც უფრო მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული გახდება“, - თქვა ზელესნკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის დამცვლების დასახმარებლად, მაგრამ რუსები მათგან დანებებას მოითხოვენ.
"სიტუაცია რთულია. ჩვენი სამხედროები ბლოკირებულები არიან, ბლოკირებულები არიან დაჭრილები. იქ ჰუმანიტარული კრიზისია, არ არის საკვები, წყალი, მედიკამენტები. ამის მიუხედავად, ბიჭები იცავენ [ქალაქს]. ამიტომ გრძელდება მოლაპარაკებათა პროცესი, სიმართლე გითხრათ, მარიუპოლთან დაკავშირებით მომლაპარაკებლების ნდობა არ გვაქვს. ჩვენ ველაპარაკებოდით, რომ გახსნილიყო ჰუმანიტარული დერეფნები. გვინდოდა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გამოყვანა. მაგრამ რუსეთმა უარი თქვა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის დამცველებთან.
"მათ იციან, რომ დღეს ასრულებენ ყველაზე მძლავრ მისიას. მტერი შიშობს, რომ "მტრის" [მარიუპოლის დამცველების] რაოდენობა ექვსჯერ მეტია. მარიუპოლს ბლოკირების რამდენიმე წრე აქვს", - განაცხადა ზელენსკიმ.