უკრაინელთა სიმამაცე სამუდამოდ გადაეცემა მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი - წერს სოციალური ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ.
"ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი. უკრაინელთა სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".