უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 20 100 -ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 762;
საბრძოლო ჯავშანტექნიკა - 1 982;
საარტილერიო სისტემა - 371;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 125;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 66;
თვითმფრინავი - 163;
ვერტმფრენი - 145;
საავტომობილო ტექნიკა - 1 458;
გემი/კატერი - 8;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 138;
სპეციალური ტექნიკა - 26;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.