უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 200 ბავშვი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაიჭრა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს. მონაცემები საბოლოო არ არის.
ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის (117), კიევის (105), ხარკოვის (88), ჩერნიჰოვის (54), ხერსონის (41), მიკოლაივის (40), ლუჰანსკის (36), ზაპოროჟიეს (23), დედაქალაქში (16), სუმის (16), ჟიტომირის (15) ოლქებში.
15 აპრილს რუსეთის ძალებმა დაბომბა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონი, დაბომბვის შედეგად დაშავდა 3 და დაიღუპა 2 ბავშვი, მათ შორის 7 თვის ჩვილი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 95 მთლიანად არის დანგრეული.