მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას", - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.