რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შექმნა სურს. ეს განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება სწავლობს საკითხს, რომელიც უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე რუსული გემების უზრუნველყოფისათვის სამხედრო ბაზების შექმნას ეხება.
"არ დაგიმალავთ და გარკვეული იდეები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. თუმცა მათზე ხმამაღლა საუბარს გასაგები მიზეზების გამო ვერ დავიწყებ", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი შემადგენლობის შეკრებაზე.