რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსებს მოწოდა გაერთიანდნენ ხელისუფლების გარშემო ქვეყნის რთულ პერიოდში, რომელსაც ის ახლა გადის.
"უფალი დაგვეხმაროს, ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ რთულ დროს გავერთიანდეთ ხელისუფლების გარშემო, ჩვენი ხელისუფლება კი - თავისი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსეს, თავმდაბლობითა და მზადყოფნით ემსახუროს მას, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუჯდეს", - თქვა კირილმა საკვირაო ქადაგებისას.
"ჩვენს ხალხში იყოს ნამდვილი სოლიდარობა და გარე და შიდა მტრების მოგერიების უნარი, ჩვენს ცხოვრებაში კი - რაც შეიძლება მეტი სიკეთე, სიმართლე და სიყვარული", - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.