კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას თავდაცვისთვის 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
მანამდე, ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მლნ ფუნტით და შეიარაღების ახალ პარტიაში შევა ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე კამიკაძე დრონები.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ "უკრაინამ ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკუაგდო რუსეთის არმის კიევიდან და ჩაიდინა 21-ე საუკუნის უდიდესი საბრძოლო გმირობა".
"პრეზიდენტ ზელენსკის დამაჯერებელი ლიდერობისა და უკრაინელი ხალხის შეუდარებელი გმირობისა და სიმამაცის წყალობით, ახლა პუტინის ამაზრზენი გეგმები ნადგურდება", - განაცხადა ჯონსონმა.