რუსეთმა უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" მეთაურობაში ცვლილებები მოახდინა. BBC-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ამიერიდან სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვალებს, რომელსაც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში დიდი გამოცდილება აქვს.
BBC-ის წყაროს ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის სამხედრო შენართებს შორის სუსტი კოორდინაცია იყო, რამაც ხელი შეუშალა კრემლის დასახული მიზნების მიღწევას.
"დვორნიკოვს სირიაში რუსული ოპერაციების მართვის დიდი გამოცდილება აქვს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ საერთო მეთაურობა, მართვა და კონტროლი გაუმჯობესდება", - ამობს წყარო.
ამავდროულად, წყაროს თქმით, შესაძლოა, კრემლმა "სამხედრო ოპერაციებზე" მეტად უპირატესობა მოლაპარაკებებს მიანიჭოს, რათა 9 მაისისთვის გარკვეული პროგრესის მიღწევა შეძლოს.
BBC-ის წყაროს თქმით, თუ რუსეთი არ შეცვლის სამხედრო ტაქტიკას, რომელზე დაყრდნობითაც ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო, რაოდენობრივი უპირატესობის შემთხვევაშიც კი, უკრაინული არმია კვლავ ეფექტური იქნება რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ისინი ბევრად გონივრულად მოქმედებენ, შეუძლიათ სწრაფად მანევრირება და მოულოდნელი დარტყმების მიყენება.