უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი ქმედებების უკრაინელი ერის გენოციდად ცნობის შესახებ.
პროექტის ტექსტი "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ერის გენოციდის შესახებ" პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის სამართლებრივ ორგანოებს მიეცემა დავალება მიიღოს ამომწურავი ზომები გენოციდის დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეების პაუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის, მისი შეიარაღებული ფორმირებებისა და რეპრესიული ორგანოების დანაშაულების გამოძიებაში.