ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელი მიმდინარე კვირაში კიევში ჩავლენ.
ევროკომისიის სპიკერის ერიკ მამერის განცხადებით, ფონ დერ ლაიენი და ბორელი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან.
მისივე ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშრის ლიდერები ვარშავაში გაემართებიან, სადაც უკრაინის მხარდამჭერ მარათონში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ეწვია.