რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქართული წარმოშობის რუს მომღერალს, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრს დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა.
შესაბამისი განკარგულება, რომელიც საკანონმდებლო აქტების პორტალზე გამოქვეყნდა, 1-ელ აპრილს გამოიცა.
"რუსეთის საესდრატო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რუსეთის სახალხო არტისტის საპატიო წოდება მიენიჭოს დიანა ღურწკაიას", - ნათქვამია განკარგულებაში.
ღურწკაიასთან ერთად სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა მომღერალ სტანისლავ მიხაილოვს.