ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონის შემცირება გადაწყვიტა და რუსეთის ელჩს ალექსეი ისაკოვს ქვეყნის დატოვება უბრძანა. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
ლიეტუვის ხელისუფლება ასევე ხურავს რუსეთის საკონსულოს კლაიპედაში.
"ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომელიც განიცდის რუსეთის მხრიდან უპრცენდენტო აგრესიას და ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მინისტრმა აღნიშა, რომ ლიეტუვა სასტიკად გმობს სიმხეცეს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალქებში სასტიკ ხოცვა-ჟლეტას, რომელი აუცილებლად შევა ევროპის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების სიაში.
"სხვა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ასევე შესაძლოა, ვნახოთ საზარელი სამხედრო დანაშაულების მეტი მაგალითი. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არ იქნება დავიწყებული", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც იუწყებიან ლიეტუვამ კონსულტაციებისთვის რუსეთიდან გამოიწვია ელჩი ეიტვიდას ბაიარუნასი.