"თუ სამხრეთ კორეა უგუნურ სამხედრო პროვოკაციას გააგრძელებს, სამხედრო შეტევებს გავაგრძელებთ", - იმუქრება ოფიციალური ჩრდილოეთ კორეა.
როგორც ჩრდილოეთ კორეის მედია იუწყება, ისინი სამხედრო პროცოკაციად აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ გეგმას, ყვითელ ზღვაში სამხედრო სწავლებების განხორციელებას თვლიან.
ამავდროულად, სამხრეთ კორის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებს გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის ერთ-ერთ კუნძულ იონპიონგზე ჩრდილოეთ კორეამ 200 საარტილერო ჭურვით სამხედრო დარტყმა მოახდინა. დარტყმის შედეგად ორი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 15-მდე ადამიანი დაიჭრა.
ეს ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც სამხრეთ კორეა ჩრდილოეთის საზღვრებთან ყოველწლიური სამხედრო წვრთნების დაწყებას აპირებდა.