გორის რაიონის სოფელ ქიწმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
BMჭ-ს მარკის ავტომანქანა შეშით დატვირთულ ტრაქტორს დაეჯახა. მანქანაში მჯდომი 4 მგზავრიდან 3 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი, მძიმე მდგომარეობით, ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მგზავრების მანქანიდან გადმოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. ავტოავარიის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.