რუსეთში, პენზაში ოლიმპიური სარეზერვო მოსწავლეებმა უცხო ენის მასწავლებელს ომის საწინააღმდეგო კომენტარების გამო უჩივლეს. იტყობინება გამოცემა "მედუზა".
გავრცელებული ცნობით, მოსწავლეებმა 55 წლის მასწავლებელთან, ირინა გენთან საუბარი ჩაიწერეს და პოლიციას აცნობეს.
ჩანაწერის თანახმად, მოსწავლეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ გაუქმდა მათი მოგზაურობის გეგმები ჩეხეთში, რომელიც სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობდა.
ჩანაწერების მიხედვით, მასწავლებლის თქმით, სწორია, რომ მოგზაურობა გაუქმდა და მსგავსი რამ გაგრძელდება მანამდე, ვიდრე რუსეთი "ცივილიზებულად მოქცევას არ გადაწყვეტს".
ამასთან, მასწავლებელმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეადარა და თქვა, რომ ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმია დამყარებული.
მასწავლებლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ან 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.