ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ შეერთებული შტატები, საფრანგეთი და გერმანია უბიძგებენ უკრაინას მნიშვნელოვანი დათმობებზე წავიდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანია, არსებობს შეშფოთება, რომ მოკავშირეები "ზედმეტად მონდომებულნი" არიან ადრეული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე.
მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინა იქნება ყველაზე ძლიერ პოზიციაზე.
გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააფრთხილა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ პრეზიდენტი პუტინი "მატყუარა და მოძალადეა", რომელიც გამოიყენებს მოლაპარაკებებს, რათა "დათრგუნოს უკრაინის პოზიციები და აიძულოს დათმობებზე წასვლა.