"რუსეთის საპარლამენტო კომისია, რომელიც "იძიებს უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობას", 4 აპრილს სხდომაზე განიხილავს, არის თუ არა "კავშირი" ამ ლაბორატორიების მუშაობასა და ბიოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ საფრთხეებს შორის, რომლებიც წარმოიშვა რუსეთში ბოლო წლებში", - ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის წევრები გააანალიზებენ ბოლო წლების ეპიდემიებსა და პანდემიებს რუსეთში და დაადგენენ "მიზეზობრივ კავშირებს".
"იმიტომ, რომ, შესაძლოა, ყველაფერი პირდაპირ კავშირშია უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან", - განუცხადა კოსაჩევმა ჟურნალისტებს კომისიის პირველი სხდომის შემდეგ.
კოსაჩევის თქმით, კანონის მიხედვით, საპარლამენტო გამოძიებისთვის ერთი წელია გამოყოფილი, თუმცა კომისია შეეცდება სწრაფად იმუშაოს.
რუსეთი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ უკრაინაში პენტაგონის საფარქვეშ მოქმედებს 30 ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც საშიში ინფექციების პათოგენებთან მუშაობენ.
უკრაინა, შეერთებული შტატები და გაერო უარყოფენ მოსკოვის მტკიცებას და აცხადებენ, რომ უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღს პროგრამა.