ნიდერლანდების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 17 რუსი დიპლომატი, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი და შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილმა დიპლომატებმა ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
"ამ ადამიანებს სავიზიტო ბარათებზე "დიპლომატი" უწერიათ, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეს აკეთებენ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების უსაფრთხოებისთვის მივიღეთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხოდ სავარაუდოდ ჰოლანდიელ დიპლომატებსაც გააძევებს.