უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ, იმის გამო, რომ ზოგიერთმა ვერ გაბედა თავის თავში ეპოვა გამბედაობა, რათა უკრაინისთვის იარაღი გადაეცა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, კვირის განმავლობაში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების - დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთისა და ავსტრალიის პარლამენტებს.
"ყველგან ხაზს გავუსვამ, რომ არავის აქვს უფლება გამოიყენოს უკრაინელების სიცოცხელე, რათა გადაარჩინოს რუსეთში მოგება, ან რუსეთთან საერთო მოგება. უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ, იმის გამო, რომ ზოგიერთმა ვერ გაბედა თავის თავში ეპოვა გამბედაობა, რათა უკრაინისთვის იარაღი გადაეცა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს შიში ყველას პასუხისმგებელს ხდის იმ კატასტროფის წინაშე, რასაც რუსული არმია უკრაინაში ქმნის.
"თუ ვინეს ეშინია რუსეთის, თუ ეშინია იმის, რომ მიიღო ჩვენთვის აუცილებელი გადაწყვეტილება რომ მოგავწოდოს თვითმფრინავები, ტანკები, საჭირო არტილერია, ჭურვები, ეს ამ ადამიანებს პასუხისმგებელს ხდის იმ კატასტროფის წინაშე, რომელსაც რუსეთის არმია ჩვენს ქალაქებში ქმნის. რადგან მათ თუ შეეძლოთ გადარჩენა - უნდა გადაერჩინათ", - განაცხადა ზელენსკიმ.
"ევროპისა და მსოფლიოს ხალხები აუცილებლად მომისმენენ და მხარს დამიჭერენ. პოლიტიკოსებს კი ახლა მართებთ დაფიქრება, რა დარჩებათმათ, თუ ისინი თავიანთი ხალხების პოზიციების შესაბამისად არ მოიქცევიან", - განაცხადა ზელენსკიმ.