უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი უკვე ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა The economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, რამდენიმე მათგანი მოკლეს. ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი მათგანი ვიპოვეთ, მაგრამ დაღუპულები", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე მერი გაცვალეს.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებსაც დონბასში 2014 წელს იყენებდნენ.