ფქვილის ფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დინამიურია სიტუაციაa, აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით, 1.5 თვის ხორბლის მარაგი აქვს და სუბსიდირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება.
"ფქვილის ფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დინამიურია სიტუაციაა. ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება. თუ იქნება ამის საჭიროება და თუ იქნება მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება უფრო მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია იქნება მიღებული. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მაგალითად, პანდემიის დროს გარკვეული თვეების განმავლობაში, როცა ასეთი საფრთხე იყო, დღეს ქვეყანაში ასეთი საფრთხე არ დგას. ქვეყანაში, დაახლოებით, 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს, რაც ასე თუ ისე დადგენილი სტანდარტია. თუ დადგება საკითხი, რომ გარკვეულწილად შეიძლება საფრთხე შეექმნას სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ღონისძიებები იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.