უკრაინა მზად არის, წავიდეს დათმობაზე ნეიტრალურ სტატუსთან და ქვეყნის არაბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით, რუსეთმა ომი სწორედ ამიტომ დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, ვიდრე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
"კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასოდეს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჯარები უნდა გაიყვანონ, გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას. შემდგომი რატიფიცირება პარლამენტებში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და შემდეგ ცვლილებები კონსტიტუციაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.