უკრაინაში, ქალაქ ირპენში რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილის ცხედარი ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, მანამდე ქალაქ ირპენთან ბრძოლისას დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ხოლო ქალაქ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავა.
დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.