რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მტკიცებით, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია.
უწყება განაგრძობს მტკიცებას, რომ "რუსეთის არმია უკრაინაში დასახულ ამოცანებს გეგმის მიხედვით ახორციელებს."
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული ზარალი განიცადეს: ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის მთლიანად განადგურდა, საზღვაო ფლოტმა საერთოდ შეწყვიტა არსებობა და აღარ დარჩა ორგანიზებული რეზერვები. დონბასის დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. სწორედ ეს არის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები", - განაცხადებს გენშტაბში გამართულ ბრიფინგზე.
გენშტაბის განცხადებით, რუსეთი ახლა თავის მთავარ საომარ ძალისხმევას მიმართავს აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის "სრულ განთავისუფლებაზე".
ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა 1 351 რუსი სამხედრო და დაიჭრა - 3 825.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა.