რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში სამხედრო პერსონალის დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისას:
დაიღუპა - 1 351 სამხედრო;
დაიჭრა - 3 825 სამხედრო;
რუსეთი მეორედ ასაჯაროებს ინფორმაციას უკრაინაში დანაკარგის შესახებ. 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას 498 რუსი სამხედრო დაიღუპა, 1597 კი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა.