უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში მტერმა დაკარგა:
პირადი შემადგენლობა - 16 100 ადამიანი;
ტანკი - 561 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა 1 625;
საარტილერიო სისტემა - 291 ერთეული;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 90 ერთეული;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 49 ერთეული;
თვითმფრინავი - 115 ერთეული;
ვერტმფრენი - 125 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა - 1 089 ერთეული;
გემი/კატერი - 5 ერთეული;
საწვავმზიდი - 72;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო-საფრენი აპარატი - 53;
სპეციალური ტექნიკა - 18.
ამასთან, უკრაინული მედია Conflict Intelligence Team-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ არ მოამზადა თავისი სამახედროებს უკრაინის ბუნებრივი პირობებისთვის.
გამოცემის ჟუტნალისტებმა გამოაქვეყნეს ოკუპანტების საუბრების ჩანაწერები, რომელშიც ისინი ადასტურებენ, რომ რუსები ყინვებისთვის მზად არ იყვნენ, უმეტესობას არ აქვს გასათბობი საშუალებები და კარვები, რის გამოც უმეტესობას სანგრებში სძინავს. ოკუპანტების ნაწილი ჩივის ფეხების მოყინვის გამოც.