შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს რუსეთს, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, მაგრამ პასუხი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე Associated Press-ის წარმომადგენლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ჩვენ ვუპასუხებთ, თუ ის გამოიყენებს [ქიმიურ იარაღს]. პასუხის ბუნება დამოკიდებული იქნება გამოყენების ბუნებაზე", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ვერ ისაუბრებს დაზვერვის ინფორმაციაზე რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძებლობაზე.
ნატო-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.