საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა, რომელიც ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარულს თანხებს უკავშირდებოდა, მოიგო. იტყობინება Financial Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა გამოქვეყნდეს, მოსალოდნელია, რომ ბანკს 500 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დაეკისრება.
ბიძინა ივანიშვილსა და ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბიძინა ივანიშვილის 2011 წლიდან ედავება Credit Suisse-ს ბანკის თანამშრომლის მიერ მითვისებული თანხის დასაბრუნებლად.
იმ დროისთვის ბიძინა ივანიშვილი კერძო საბანკო მომსახურების სფეროში Credit Suisse-ის კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკოდრონი იპარავდა დიდძალ თანხას შვეიცარული ბანკის კონფიდენციალური ანგარიშებიდან, მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშებიდან.
შვეიცარიული მარეგულირებელი Finma-ს მამხილებელი ანგარიშის თანახმად, რომელიც მოულოდნელად გამოქვეყნდა გასული წლის თებერვალში, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები მრავალი გაფრთხილებისა და ასობით საეჭვო ტრანზაქციის მტკიცებულების, ასევე ოთხი ფორმალური დისციპლინური სამართალწარმოების მიუხედავად.
ივანიშვილმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა შვეიცარიაში და უჩივლა Credit Suisse-ის ბერმუდის შვილობილ კომპანიას სასამართლო პროცესზე გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში.
Credit Suisse დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა ზემდგომებისა და კოლეგებისგან თავისი უკანონო საქმიანობის დასამალად. თავად პატრის ლესკადრონი 2018 წელს სისხლის სამართლის წესით გასამართლდა და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბანკი, შვეიცარიაში განხილულ საქმეში ლესკოდრონის წინააღმდეგ, აღიარებული იქნა დაზარალებულ მხარედ.