უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიას მოუწოდა მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მათ შორის სრულ სავაჭრო ემბარგოსა და რუსი ოლიგარქების უძრავის ქონების გაყინვის პროცედურებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა.
"თქვენ იცნობთ მათ, ვინც მოიტანა ომი უკრაინაში. თქვენ კარგად იცნობთ მათ, ვინც ბრძოლის ბრძანებას გასცემს და ვინც პროპაგანდას ეწევა. თითქმს ყველა მათგანი იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
"დაბლოკეთ უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები, "შეჰერეზადიდან" ყველაზე მცირემდე. დაბლოკეთ ყველა მათი აქტივები, ვისაც გავლენა აქვს რუსეთში", - აღნიშნა ზელენსკიმ და იტალიის პარალენტს მოუწოდა მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მათ შორის აგრესორთან სრულ სავაჭრო ემბარგოს, ნავთობის ემბარგოს, დაბლოკოს იტალიის პორტები რუსული გემებისთვის.
"არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი თქვენს მეზობელ რეგიონებში, დაგვეხმარეთ შევაჩეროთ მკვლეობები, გადაარჩინეთ უკრაინული ოჯახები. ეს ომი რაც შეძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, უნდა დაბრუნდეს მშვიდობა, უკრაინიდან უნდა წავიდნენ მტრის ჯარები, უნდა დაიწყოს განაღმვითი პროცესი, უკრაინა უნდა აღვადგინოთ ერთად, ევროკავშირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.