ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა. იუწყება BBC ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში დაბრუნდნენ.
მათივე განცხადებით, მედესანტეები მას შემდეგ დაუბრუნდნენ მუდმივი განთავსების ადგილს, რაც "ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გამაგრების დავალება წარმატებით შეასრულეს".
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოთქვამდა ვარაუდს, რომ არსებობს ნიშნები, რომ "ბელარუსის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებოდნენ".
ბრესტის მედესანტეებმა სამი კვირა გაატარეს უკრაინის საზღვართან. მინსკი ირწმუნებოდა, რომ მათ საზღვრის დაცვის გაძლიერება ჰქონდათ დავალებული.