უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო დაწესებული მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთის კინოთეატრების ინდუსტრია მაყურებლების შენარჩუნების მიზნით ახალ სტრატეგიებს სახავს.
არაერთმა ჰოლივუდურმა კინოსტუდიამ, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამო, რუსეთში საკუთარი კინოპროდუქტების გაშვება შეაჩერა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, რუსეთის კინოთეატრების არაერთმა ქსელმა გადაწყვიტა, გაყინოს ბილეთების ფასი, რათა ამ გზით შეინარჩუნოს მაყურებელი, რომელსაც ჰოლივუდის კინოსტუდიების უარის შემდეგ, ვეღარ სთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს.
გამოცემის ინფორმაციით, კინოთეატრების ქსელების აპირებენ რუსული ფილმებისა და კინოჰიტების, საბჭოთა, ინდური, ლათინური ამერიკის და სამხრეთ კორეული ფილმების ჩვენებას.
Disney-მ, Warner Bros.-მა და Sony-მ რუსულ კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება მარტის დასაწყისში შეაჩერეს.