მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა - რუსეთის ელიტა პუტინის გადაყენებას განიხილავს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„რუსულ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში ყალიბდება ვლადიმერ პუტინის ოპოზიციაში გავლენიანი ადამიანების ჯგუფი.
მათი მიზანია, რაც შეიძლება მალე, პუტინის ჩამოგდება და უკრაინის ომის შედეგად განადგურებული ეკონომიკური კავშირების აღდგენა დასავლეთთან.
რუსეთის ფედერაციის რუსული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი პუტინის მემკვიდრედ - FSB-ის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ბორტნიკოვის მიმართ, ბოლო დროს, რუსი დიქტატორის კეთილგანწყობა დაეცა. ამის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომში საბედისწერო არასწორი გათვლებია.
ბორტნიკოვი და მისი დეპარტამენტი პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინის მოსახლეობის განწყობისა და უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაანალიზებაზე.
ცნობილია, რომ ბორტნიკოვი და რუსული ელიტის კიდევ რამდენიმე გავლენიანი წარმომადგენელი პუტინის ხელისუფლებიდან მოხსნის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. კერძოდ, არ არის გამორიცხული მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა ან სხვა „უბედური შემთხვევა“.
შესაძლოა, ეს პროცესები კიევის ჩრდილოეთში ჩეჩნური შენაერთების განლაგების ბოლოდროინდელ „ღვარცოფთან“ იყოს დაკავშირებული.
ინფორმაცია რუსული მხრიდან მოვიდა. ალბათ, სწორედ ასე ცდილობს FSB-ის ხელმძღვანელობა კადიროვის გავლენის შესუსტებას. ეს შეიძლება იყოს ასევე უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინასწარ დამყარების მცდელობა, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით“, - იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი.