უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, - ამის შესახებ პარტია "ეროვნული კორპუსის" ხელმძღვანელმა ანდრეი ბილეცკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა. იუწყება უკრაინული გამოცემა "უნიანი".
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე სარკინიგზო ხიდი სკაუტებმა და აზოვის ბატალიონის წევრებმა ააფეთქეს.
ბილეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ხიდით გეგმავდა საბრძოლო მასალისა და საკვების მიწოდებას.
"დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა და აზოვის ჯარმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია რუსეთის საზღვრებთან. მათ ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომლითაც დამპყრობლები აპირებდნენ საბრძოლო მასალისა და საკვების მიტანას", - ნათქვამია ინფორმაციაში.