თუ არ გინდათ ომის აღიარება და პუტინის გეშინიათ, ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ აკეთებთ, - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინა ლამბრეხტის განცხადებას ტვიტერში ეხმიანება.
"გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ლამბრეხტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო არ ჩაერევა კონფლიქშტი და არ შექმნის უკრაინის თავზე არასაფრენ ზონას. ევროპელი პოლიტიკოსების ასეთი განცხადებები რუსეთს უკრაინაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტისკენ უბიძგებს. თუ არ გინდათ ომის აღიარება და პუტინის გეშინიათ, ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ", - წერს პოდოლიაკი
კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა, რომ "არაპროგნოზირებადი შედეგების" გამო ნატო არ ჩაერევა ომში და უკრაინის ცას არ დახურავს.