გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ (Ofcom) ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა რუსეთის პროპაგანდისტულ არხს Russia Today-ს.
მარეგულირებლის განცხადებით, RT ვერ მიიღებს ლიცენზიას მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაციების გაშუქების პროცესი შეისწავლა [მარეგულირებელმა].
"სიტყვის თავისუფლება ეს არის ის, რასაც ამ ქვეყანაში მკაცრად ვიცავთ და მაუწყებლის მიმართ მაღალი ზღვარი სამართლიანად არის დაწესებული", - ნათქვამია Ofcom-ის განცხადებაში.
მარეგულირებლის განცხადებით რუსეთის ახალი კანონები, რომელიც ფაქტობრივად კრიმინალად აცხადებს ჟურნალისტიკას, რომელიც სახელმწიფო ნარატივის გვერდის ავლას ცდილობს.
RT ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ეთერიდან უკვე მოხსნეს, ამიტომ Ofcom-ის ეს გადაწყვეტილება დიდწილად სიმბოლურ ნაბიჯს წარმოადგენს.