პავლოვისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ორმა ამ დროისთვს დაუდგენელმა პირმა მეეზოვე დაჭრა
ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეეზოვესთან ორი ახალგაზრდა მაშინ მივიდა, როცა ის ქუჩას ასუფთავებდა და "ჩხუბი მხოლოდ იმის გამო დაუწყეს, რომ ის იმ ადგილს გვიდა, სადაც მათი ავტომანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული".
თვითმხილველთა თქმით, კამათისა და ჩხუბის შემდეგ ახალგაზრდებმა მეეზოვეს თავის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს, თავად კი მიიმალნენ.
მეეზოვე ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.