ბრიტანეთი უკრაინას ყველაზე სწრაფ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Starstreak-ს მიაწვდის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 16 მარტს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა. იუწყება BBC.
უოლესს არ დაუზუსტებია რა რაოდენობის იარაღზეა საუბარი.
ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Starstreak-ი განკუთვნილია ვერტმფრენებისა და დაბალ მანძილზე მფრინავი თვითმფრინავებისათვს. Starstreak-ი ყველაზე სწრაფ მცირე მანძილის რაკეტებად არის მიჩნეული. მას სამიზნის განადგურება 5 კმ-ის მანძილზე შეუძლია.