მოსკოვის დიდი თეატრის (ბოლშოი) პრიმა ბალერინა ოლგა სმირნოვამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რუსეთი დატოვა და ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტს შეუერთდა.
30 წლის სმირნოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის "მთელი თავისი არსებით ამ ომის წინააღმდეგია". მისივე თქმით, ამ პოზიციას იზიარებს სხვა რუსი ბალერინებიც.
ნიდერლანდების ეროვნულმა ბალეტმა BBC-ის დაუდასტურა, რომ სმირნოვა მათთან გააგრძელებს მოღვაწეობას.
ოლგა სმირნოვას ბაბუა უკრაინელია და ის თავის თავი "ერთი მეოთხედით" უკრაინელად მიიჩნევს.
ამ თვის დასაწყისში, სმირნოვამ ომთან დაკავშირებით დაწერა:
"თანამედროვე და განათლებულ სამყაროში მოველი, რომ ცივილიზებული საზოგადოებები პოლიტიკურ საკითხებს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტენ.
არასდროს მეგონა, რომ შერცხვებოდა რუსეთის, მე ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, ჩვენი კულტურული და სპორტული მიღწევებით.
მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ გავლებულია ზღვარი, რომელიც ჰყოფს იმას, რაც აქამდე იყო და რაც შემდეგ იქნება. მტკივნეულია, რომ ადამიანები კვდებიან, კარგავენ საკუთარ სახლებს...
და ვინ იფიქრებდა რამდენიმე კვირის წინ, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შესაძლოა, ჩვენ არ ვართ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში, მაგრამ გულგრილი ვერ დავრჩებით ამ გლობალური კატასტროფის მიმართ."