ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთი ორგანიზაციის შემადგენლობიდან გარიცხა.
"დღეს დილით, რიგგარეშე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა, ევროპის საბჭოს სტატუტის მე-8 მუხლის შესაბამისად დაწყებული პროცედურის კონტექსტში, გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაცია, 26-წლიანი წევრობის შემდეგ, გარიცხოს ევროპის საბჭოს შემადგენლობიდან", - ნათქვამია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
რუსეთი ევროპის საბჭოს 1996 წლის 28 თებერვალს შეუერთდა.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას წინ უწრებდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის გაძევებას.
მანამდე, რუსეთმა, რომელიც აცნობიერებდა მისი გამორიცხვის გარდაუვალობას, თავად წარუდგინა სტრასბურგს განცხადება ორგანიზაციის დატოვების შესახებ. რუსეთის განცხადების მიუხედავად ევროპის საბჭომ გააგრძელა გარიცხვის პროცედურები.